2018-05-13 22:50:54, 1605 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „თავისუფლების მოედანი“ დაიკეტა
მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „თავისუფლების მოედანი“ დროებით დაიკეტა.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მატარებელი აღნიშნულ გაჩერებებზე არ ჩერდება.
ცნობისთვის რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
ცოტა ხნის წინ, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი ნაწილობრივ გაარღვის, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე შეიარაღებულმა სპეცრაზმმა დამატებითი კორდონები განალაგა, მომიტინგეების შეჩერება მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე მობილიზებულია ასევე წყლის ჭავლის მანქანები, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველები აქციის დაშლას შეეცდებიან.
ავტორი: ,