|
2018-05-07 10:11:54, 1473 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის, გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ყოველდღიურად მოირეცხება თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი. გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები სეზონურია და მაისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე - ზამთრის დადგომამდე მიმდინარეობს. გზის მორეცხვის სამუშაოები სრულდება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; მშრალი ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაქტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; სულხან-საბას ქუჩა; ამაღლების ქუჩა; გიორგი ლეონიძის ქუჩა; თავისუფლების მოედანი; პავლე ინგოროყვას ქუჩა; უსახელოს ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა; არნოლდ ჩიქობავას ქუჩა; გიორგი ჩიტაიას ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან წამებულის გამზირი; მოსკოვის გამზირი; ვარკეთილის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ჯორჯ ბუშის ქუჩა; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; ნავთლუღის ქუჩა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; ლიბანის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ვეკუას ქუჩა; ომარ ხიზანიშვილის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; სანდრო ეულის ქუჩა; პეტრე ქავთარაძის ქუჩა; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა; მარშალ გელოვანის გამზირი.
(NS)
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)