|
2018-05-05 18:30:53, 2852 ნახვა
კულტურა
ეროვნულ არქივში ვიტორიო სელას ფოტოგამოფენა გაიხსნა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას" ფარგლებში დღეს იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოკონკურს „ქოლგის" დამფუძნებელმა ბესო ხაინდრავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გახსნეს. გამოფენაზე წარმოდგენილია ვიტორიო სელას ნამუშევრები, რომლებიც თავისი პირველი არაევროპული ექსპედიციების დროს ფირზე აღბეჭდა საქართველოში – სვანეთსა და რაჭაში, რომელთაც ის სამჯერ ესტუმრა 1889-1890 და 1896 წლებში. ამ ექსპედიციების დროს სელამ დალაშქრა და გადაიღო ოცდაათზე მეტი მწვერვალი კავკასიაში, მათგან ოცი კი პირველმა დაიპყრო. მოგვიანებით, საგანგებოდ კავკასიური ექსპედიციებისთვის, ვიტორიო სელას წმიდა ანას ორდენი მიენიჭა, რადგან მისი ღვაწლი, გარდა საკუთრივ ფოტოგრაფიისა და ალპინიზმისა, ფასდაუდებელი აღმოჩნდა ტოპოგრაფიული თვალსაზრისით - მრავალი მონაცემი გასწორდა გეოგრაფიის ევროპულ აკადემიურ გამოცემებში. კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს მთარგმნელმა და რეჟისორმა, რევაზ (რეზო) თაბუკაშვილმა გადასცა. მან სელას ნამუშევრებს იტალიაში მიაკვლია. კოლექცია აერთიანებს სვანეთისა და რაჭის ამსახველ ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტებსა და მხატვრულ პეიზაჟებს, რომლებიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო. ამავე კოლექციაშია დაცული ვიტორიო სელას ორი პორტრეტი: ერთზე სელა საქართველოშია გადაღებული ექსპედიციის დროს. მეორე ფოტოზე კი უკვე ასაკოვანი ფოტოგრაფია იტალიაში ყოფნისას. აღსანიშნავია, რომ ვიტორიო სელას ფოტოგრაფია დიდწილად განსხვავდება თავის თანამედროვეთა დოკუმენტური ხასიათის ფოტოგრაფიისგან. ის უტყუარი მხატვრული ალღოთი ასახავს და აფიქსირებს მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპელისთვის უცხო, ეგზოტიკურ ყოფას, ადათებს, ეთნოგრაფიულ ტიპაჟებს და მაღალმთიანი საქართველოს ბუნებას. სელა, როგორც ინგლისური კლუბის "40X40" წევრი, კატეგორიულად არ იყენებდა ოპტიკური მასალის შემცირება-გადაღების მეთოდს და დიდი ზომის მინის ნეგატივებიდან კონტაქტურად ბეჭდავდა ფოტოებს საკუთარი გამოგონილი ქიმიური პროცესით, რითაც დიდ მხატვრულ გამომსახველობას აღწევდა. ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 13 მაისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)