2018-05-02 22:51:37, 40660 ნახვა
სპეციალური ანონსი
3 მაისის ანონსი
10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ (გეო გაპი/Geo GAP) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება. 10:30 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ბრიფინგი. 10:30 საათზე, „მწერალთა სახლის“ თეთრ დარბაზში press-breakfest-ის ფორმატში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კვირეულის ორგანიზატორები და მონაწილეები „Pitti Uomo“-ს წარმომადგენლებთან ერთად კვირეულის სიახლეების პარალელურად მედიის წარმომადგენლებს ფლორენციის მოდის პლატფორმის მომავალ გეგმებსაც გააცნობენ. 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ნარკოლოგები და ექსპერტები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბიზნეს სექტორს შეხვდებიან. 11:00 საათზე, დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები, ტანძიის მოსახლეობას შეხვდებიან და განცხადებას გააკეთებენ, ასევე, მოინახულებენ ბნელი ხევის იმ ტერიტორიებს, სადაც RMG სამუშაოებს აწარმოებს. 11:30 საათზე, სასტუმრო „იოტა ჰოტელში“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საზოგადოებას 2018 წლის აპრილის თვის სტატისტიკის მონაცემებს გააცნობს. 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 12:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ გამართავს პროექტის – „ასწავლე მაცნეს“, შემაჯამებელ კონფერენციას. 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ. 15:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდებიან. 17:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან. 17:00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს. ამავე ღონისძიებაზე ოფიციალურად გაიხსნება ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018. 18:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს შორის ერთობლივი განცხადება გაფორმდება. 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ავტორი: , დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
|
ომი უკრაინაშიზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|