|
2018-05-01 12:41:49, 1844 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ბიურო - ანა სუბელიანის აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული თანამდებობა არ არსებობს
„ანა სუბელიანის აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა“, - ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 27 აპრილს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ თანამშრომელ ანა სუბელიანს სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით უკან დაუბრუნა, რასაც თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 4 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ხაზგასმით წერია, რომ ანა სუბელიანის აღდგენა უნდა მომხდარიყო ტოლფას თანამდებობაზე, რომელიც მოსამართლემ თავადვე განსაზღვრა და მიუთითა − მედიაციის სახლის მენეჯერის პოზიცია; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საშტატო ნუსხაში კი, არც დავის წარმოშობის, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და არც სააღსრულებო პროცესის პერიოდში − დღემდე, ასეთი თანამდებობა არ არსებობს, რითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია უფლებამოსილებას, მოვალე მხარეს იძულებით მოსთხოვოს ანა სუბელიანისთვის სხვა ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზება. მიუხედავად ამისა, აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც ნებისმიერ სხვა სააღსრულებო წარმოებაში, ამ შემთხვევაშიც, ხელმძღვანელობდა მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვით. ბიუროს ძალისხმევით, 5 თვის განმავლობაში განხორციელდა არაერთი შეხვედრა მხარეებთან; მოვალე მხარისგან გამოთხოვილი ყველა საჭირო დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულების შემაფერხებელი ობიექტური გარემოებები, რის გამოც ბიურო ეცადა, საქმე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე მორიგებით დაესრულებინა. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის 13 დეკემბრიდან, რაც ანა სუბელიანმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სააღსრულებო წარმოებაში აღმასრულებელთან ერთად ჩაერთო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურიც. მას შემდეგ, რაც ანა სუბელიანს მედიაციისას განემარტა აღსრულების შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების შესახებ, მან მორიგების სანაცვლოდ მის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გარდა მოითხოვა 12 500 ლარის ოდენობის თანხა, რასაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ვერ გადაიხდიდა სამართლებრივი საფუძვლის უქონლობის გამო. სამწუხაროდ, მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროს ძალისხმევისა, მხარეებს შორის შეთანხმება და მორიგება პირობების რადიკალური სხვაობის გამო ვერ მოხდა. სწორედ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვინაიდან შეუძლებელი იყო სააღსრულებო ფურცლის სასამართლოს მიერ დადგენილი მოცემულობის ფარგლებში აღსრულება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იხელმძღვანელა რა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით (35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), მიიღო გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით უკან დაბრუნების შესახებ“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)