17:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:57:11, 1413 ნახვა

საზოგადოება
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში „სინოჰიდროს“ სანქციები დაეკისრება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს, ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიის ინჟინრებთან ერთად, კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დასრულების დეტალები განიხილეს. რაც შეეხება „სინოჰიდროს“  მეორე პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი  ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც „სინოჰიდროს“ დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

„სინოჰიდროს“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ახალი გეგმა-გრაფიკის შედგენაზე, რათა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას ყველა არსებული პრობლემა და სამუშაო  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.  

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უმოკლეს ვადებში დავასრულოთ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ყველა მშენებლობა, რადგან ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics