|
2018-04-28 18:44:56, 1793 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 17:00 საათის მონაცემებით, 3 საჩივარი დაიწერა
17:00 საათის მონაცემებით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სამი საჩივარია დაწერილი. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. „ვანში, №13-ე საარჩევნო უბანზე და ხონში, №11-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება“, - აღნიშნა მიქელაძემ და ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა: “შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათია დარჩენილი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)