|
2018-04-28 11:16:02, 1756 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ბზის ნერგები გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ეწვია. იგი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლ სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)