|
2018-04-25 11:32:57, 1496 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. კახა კალაძის განცხადებით, სამივე ტერიტორიაზე ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა. „ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მინდა გთხოვოთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა თვითონ ამ კომპანიების მხრიდან იქნება გასაკეთებელი და შემდეგ უკვე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვით დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაცია შეირჩა. ამჯერად მერიამ ინტერესთა გამოხატვა სამ მათგანზე გამოაცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)