|
2018-04-24 15:25:53, 2047 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში „დედამიწის კვირეული“ აღინიშნება
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა „დედამიწის კვირეულს“ აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში, რაიონის გამგეობამ ხვედელიძის სკვერში გამწვანების აქცია გამართა. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და სკოლების მოსწავლეებთან ერთად ვერჰარნის სკვერში და კანკავას ქუჩაზე ნერგები დარგო. ამავე სკვერში პროფესიონალ მხატვრებთან ერთად ბავშვებმა კედლები მოხატეს. ღონისძიებები მიმდინარეობდა ასევე, ხვედელიძის სკვერში, სადაც სკოლის მოსწავლეებმა მრავალწლოვან ნარგავებზე ჩიტის ფერადი ბუდეები განათავსეს. „ცხადია, დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ ერთ დღეს, ან ერთ კვირას არ უნდა მოიცავდეს და ეს მუდმივად უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამ დღეებში განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, თუ რა გზით უნდა გადავჭრათ ეკოლოგიური პრობლემები. შევეცადეთ, ღონისძიებაში მაქსიმალურად ჩაგვერთო ბავშვები, რადგან მიმაჩნია, რომ გარემოს დაცვა მათი მომავლის დაცვას ნიშნავს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)