|
2018-04-23 18:19:47, 2268 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 22 ნეშტი ამოცნობილია
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ნეშტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 25 აპრილს 19:00 საათიდან, 26 აპრილს კი 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)