|
2015-05-22 13:13:32, 391 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს პოლონელი ექსპერტი კაროლ ტურზინსკი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაროლ ტურზინსკი ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“ განხორციელდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ვიზიტის მიზანია შსს-ს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკებისა და საფრთხეების ანალიზის ერთიანი სისტემის კონცეფციის“ განხორციელების სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტი შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ კომპეტენციებსა და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნო. კაროლ ტურზინსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მწვანე საზღვარი და სასაზღვრო გამტარი პუნქტი მოინახულა. ექსპერტი აგრეთვე შეხვდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მეთოდებს გაეცნო.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)