|
2018-04-11 23:07:47, 27322 ნახვა
სპეციალური ანონსი
12 აპრილის ანონსი
09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის კანომდებლობის მიხედვით ბუნებრივი გაზის რეფორმირების თაობაზე მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას სახელმწიფო უწყებები, ბიზნეს სექტორი, პროფკავშირები, ბიზნეს ომბუდსმენი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ. 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები“. 11:00 საათზე, პარლამენტში (ბიუროს ოთახთან) ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება. 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 13:30 საათზე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. 14:00 საათზე, ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft"-ს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელს მოაწერენ „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი და კომპანია „Microsoft საქართველოს" დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე. 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა - „თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის“. 15:30 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე სხდომას განაახლებს. 16:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შიდა აუდიტორთა პროფესიული დღე აღინიშნება, რომელსაც დაესწრებიან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და გენერალურმა აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი. ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 17:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა: ინდუსტრიული პოლიტიკა". 18:00 საათზე, „ფაბრიკა თბილისში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. მოსწავლეებს და სტუმრებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმართავენ. 19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი - 2018“-ის ჩატარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)