11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 17:53:44, 1736 ნახვა

სამართალი
ერთ-ერთი მოწმის ტანსაცმელზე გარდაცვლილი დავით სარალიძის სისხლის კვალი აღმოჩნდა - ექსპერტიზის დასკვნა

იმ მოწმის ტანსაცმელზე, რომელიც ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილ დავით სარალიძესთან შეხება არ ჰქონია, სარალიძის  სისხლის კვალი აღმოჩნდა. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით მტკიცდება, რომ  დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

„ამ მტკიცებულებასაც ვერ დააიგნორებს სასამართლო, ვერ დააიგნორებს ვერავინ, ამ მტკიცებულებიდან დასტურდება კონკრეტული პირის გარდაცვლილთან შემხებლობა.მიუხედვად იმისა,  რომ შეიძლება კონკრეტული პირის ჩვენებით გამოირიცხებოდეს მისი შემხებლობა გარდაცვლილთან, ექსპერტიზის დასკვნა უტყუარი მტკიცებულებაა“,-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

დღევანდელ პროცესზე  საქმეში არსებული ფარული ჩანაწერები გამოიკვლიეს. ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოში დაკითხულ პირთა ჩვენებები და მათი ჩანაწერებში ნათქვამი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, ხსენებულ ფარულ ჩანაწერებში პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე.

„ თუ ვინ რას მოქმედებდა და რა მდგომარეობა იყო, ვის მიერ როგორ, რა ვითარებაში მოხდა დანის გამოყენება“,-აღნშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics