20:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 13:49:00, 1378 ნახვა

საზოგადოება
ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად, დამატებით ერთი თვე მიეცემათ

ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად, დამატებით ერთი თვე მიეცემათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მერიაში ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მერის მოადგილის თქმით, ტესტირების თარიღის გადაწევა ბიბლიოთეკარებმა წინა შეხვედრაზე ითხოვეს.

„ჩვენ უკვე მესამედ შევხვდით ბიბლიოთეკარებს და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ტესტირებამდე სწორად მივიდეთ. მეორე შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების მხრიდან იყო თხოვნა, რომ კიდევ ერთი თვით გადაგვედო სამზადისი, რომ თავის თავში განმტკიცებულიყვნენ და ტესტირებამდე სწორად მივსულიყავით, რაც დაკმაყოფილდა“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ბიბლიოთეკარების ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics