18:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 15:05:13, 1616 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია,  სადაც დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა და მათ მიერ დამზადებული ხის ნაკეთობები დაათვალიერა.

საწარმოში ძირითადად, ხის, ეკოლოგიურად სუფთა განმავითარებელ სათამაშოებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთს, ასევე, სუვენირებს ამზადებენ.

„საწარმოში ოცამდე ბენეფიციარია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი საწარმო გვქონდეს და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, რათა პირველ რიგში, ეს ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, ხოლო მეორე მხრივ, ყველამ გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ხის არაჩვეულებრივი ნივთები“, - აღნიშნა სოფო ხუნწარიამ. 

სოციალური საწარმო თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად 11 000 ლარით ფინანსდება.

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირთა გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics