|
2018-03-22 20:34:29, 1674 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მინსკის დღეები საზეიმოდ გახსნა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ ანდრეი შორეცმა თბილისში მინსკის დღეები საზეიმოდ გახსნეს. კახა კალაძემ კონცერტზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, მინსკსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 3 წლის წინ გაფორმდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მისივე თქმით, ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს. „ჩვენ ვამაყობთ, რომ ქალაქ მინსკში შესაძლებელი გახდა თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა. დღეს დედაქალაქი მინსკის დღეებს აღნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საამაყოა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს იმ დამოკიდებულებისათვის, რომელიც მას ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს. ეს ნამდვილად პატივსაცემია. მინდა ბელარუს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა.“, - განაცხადა კახა კალაძემ. სიტყვით გამოსვლისას ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა. „მინსკში თბილისობის დღესასწაულის გამართვა უკვე ტრადიციად იქცა. ეს დღესასწაული საკმაოდ მასშტაბური ხასიათისაა და მის შესახებ უკვე მინსკის სტუმრებმაც იციან. დღეს თბილისში მინსკის დღეები იმართება, რომელიც ბიზნეს ფორუმს, სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს“, - განაცხადა ანდრეი შორეცმა. კონცერტზე, რომელიც რუსთაველის თეატრში ჩატარდა, ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ორკესტრის გალა-კონცერტი გაიმართა. შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს ასევე, ბელარუსული საესტრადო სიმღერის თეატრმა „სიაბრინკა“ და ბელარუსის სახელმწიფო ცირკის არტისტმა ალიონა კლიმოვიჩმა. კონცერტზე არა მარტო ბელარუსული, არამედ ქართული კომპოზიციებიც შესრულდა. თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. ორმა ქალაქმა დაძმობილების გადაწყვეტილება მეგობრული და დინამიური პარტნიორული კავშირების გათვალისწინებით მიიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)