|
2018-03-22 17:52:57, 1502 ნახვა
საზოგადოება
GIZ-თან ერთად ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროსა და GIZ-ის მიერ მომზადებული იმ საპროექტო წინადადების საკითხები განიხილეს, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდს (GCF) უნდა წარედგინოს. განსახორციელებელი პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს კლიმატური ცვლილებების შერბილებას ტყეების მდგრადი მართვისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზით. სოლომონ პავლიაშვილმა ვრცლად ისაუბრა სატყეო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ტყის ახალი კოდექსის იმპლემენტაციაზე, რეგიონებში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კლიმატის ცვლილების კონვენციაზე და ყურადღება იმ ვალდებულებებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველომ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შესასრულებლად უნდა გაატაროს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, იგეგმება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა, ემისიების შემცირება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა. მხარეებმა გეგმის მომზადებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, GIZ-ის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)