|
2018-03-22 17:41:39, 1725 ნახვა
საზოგადოება
მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციას დაესწრო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციასა და მწვანე აქციას დაესწრო. მან ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა და ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად მიიღო. მაია ლაგვილავამ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაც დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ პაციენტები პირადად მოინახულა და სპეციალური საჩუქრები გადასცა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან 24 მარტს აღინიშნება და მიზნად ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)