|
2018-03-22 17:29:04, 1379 ნახვა
საზოგადოება
სსე სპეციალური ჭრის სამუშაოებს ელექტროგადამცემი ხაზის გამართული ფუნქციონირებისათვის ახორციელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხე-მცენარეების სპეციალური ჭრის სამუშაოები ჩაატარა. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, სამუშაოები განხორციელდა მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე, ელექტრული ქსელების შეუფერხებელიფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. „სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხე-მცენარე ზრდისკრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს და საფრთხე შეუქმნასელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას. სამუშაოების განხორციელების პროცესში, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ თვითნებურად მოჭრა ხეები მცხეთის მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე, რაზეც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა. გარემოზე ზრუნვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედამიტომ, კომპანია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში. წლების განმავლობაში, სსე აქტიურად მონაწილეობს ქვეყნისგამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. გასულ წლებში კომპანიამ გამწვანების აქციები მოაწყო როგორც დედაქალაქის, ასევერეგიონების ტერიტორიაზე. წელსაც, აპრილის თვეში, თბილისის მერიის ნებართვის მიღების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს გამწვანების აქციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)