|
2018-03-22 12:38:34, 1465 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დუისში მოსწავლეებს სამელიორაციო სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ზემო-ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასთან „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები და დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები შეიკრიბნენ. „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის უფროსმა ალექსანდრე კირვალიძემ და მთავარმა ინჟინერმა მიხეილ არინდაულმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს მდინარე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა, გააცნეს სამელიორაციო სისტემის მუშაობის სპეციფიკა და ის თანამედროვე მორწყვის მეთოდები, რომლებიც წყლის რესურსის რაციონალურ ხარჯვას უწყობს ხელს. მოზარდებმა საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებთან ერთად ჰიდროტექნიკური ნაგებობის დანადგარები და ხიდი შეღებეს; ასევე, ზემო ალაზნის სარწყავი არხის ფერდები, მიმდებარე ტერიტორია და სათავესთანარსებული დენდროლოგიური პარკი დაასუფთავეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)