|
2018-03-22 11:45:37, 1370 ნახვა
საზოგადოება
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ლაბორატორიაც უერთდება
22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია სხვადასხვა აქტივობებით უერთდება წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო ღონისძიებას. დღეს, სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყობა და მოსწავლეებს მიეცემათ საშუალებათავადაც ჩაერთონწყლის კვლევის პროცესში. ლაბორატორიის სპეციალისტები წყლის სისუფთავესა და ხარისხსზე მოსწავლეებს საინტერესო ცნობებს მიაწვდიან. სასმელი წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. მომხმარებლების ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, აუცილებელია დროული და საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია. ამისათვის, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვა და არსებული მეთოდების სრულყოფა. ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული, რაც ქმნის სანდოობის განცდას, როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა და სიზუსტე. წყლის კველვაზე მომუშავე ლაბორატორიის სპეციალისტები იღებენ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიულ ტესტირების პროგრამაში, სადაც უმაღლესი სიზუსტით წარადგენენ კვლევის შედეგებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მომხმარებლებს სასმელი წყლის გამოკვლევა შეუძლიათ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, როგორც მიკრობიოლოგიურ, ასევე ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე. ამ კვლევებით შესაძლებელია წყლის სისუფთავისა და ხარისხის დადგენა. დღევანდელი დღის მონაცემებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სასმელ წყალში სულ ჩატარებულია 1026 კვლევა. როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისგან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად შემოსულია 439 ნიმუში. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი წყლის მიკრობიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე სულ ჩატარებულია 5754 კვლევა. როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისგან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად შემოსულია 2251 ნიმუში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)