|
2015-05-19 10:55:25, 399 ნახვა
საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმატება შუააზიის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე
„ნიუ ჰოსპიტალსი“ სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით 13-15 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე მონაწილეობდა, რამაც განაპირობა არა მარტო სამედიცინო სფეროში მოღვაწე საზოგადოების, არამედ სამთავრობო და ბიზნესწრეების განსაკუთრებული დაინტერესება. გამოფენა გახსნეს მთავრობის წარმომადგენელბმა. „ნიუ ჰოსპიტლის“ საგამოფენო სტენდს პირადად ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი და დაინტერესება გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. გამოფენის განმავლობაში ქართულმა სტენდმა სამედიცინო ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მომავალი თანამშრომლობის სურვილს ასევე გამოთქვამდნენ პრაქტიკოსი ექიმები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურდაღებას ამახვილებდნენ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობაზე, კერძოდ ქართველი კოლეგების მხრიდან მაღალტექნოლოგიური სერვისების პრაქტიკული გამოყენების გაზიარების თაობაზე. „ნიუ ჰოსპიტლის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ არა მარტო დსთ-ს ქვეყნების დელეგაციები, არამედ გამოფენაზე წარმოდგენილი ევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები. სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია საქმიანი შეხვედრა ბატონ ნურჟან ოტარბაევთან, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილეს ნაციონალურ სამედიცინო ჰოლდინგს ხელმძღვანელობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ და სამედიცინო ჰოლდინგის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა“,- აცხდებენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)