10:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:03:08, 1554 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, აპრილის ბოლოს გაიხსნება. ამის სესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თარიღის გადაწევა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია.

„თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.  

მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“  ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“,- ნათქვამია განცხადებაში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics