10:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 19:49:12, 2689 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უცნობი პირები მათი სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და მათგან პირადი მონაცემების მიწოდებას ითხოვენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უცნობი პირები კომპანიის სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად HN3-ს დეტექტორების მონტაჟს სთავაზობენ.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ის თანამშრომლებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელეს თუ არა მათთან გაზგაყვანილობის შემოწმება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს. ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2404004 24 საათის განმავლობაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics