23:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 13:47:09, 2563 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის 150 მოქალაქისა და 38 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პოლიტიკური გადაწყვეტილება, სანქციების მიმდინარე წლის 15 მარტამდე მოქმედი პაკეტის 15 სექტემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ მიიღო. 

"სანქციები ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას და ასევე მოგზაურობების შეზღუდვას. სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო გახანგრძლივდა", - წერია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს ევროკავშირის გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. სხვა შემთხვევაში სანქციების ვადა 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურებოდა. ამჟამად საუბარია რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და შემდეგ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე კონფლიქტის გამო დააწესეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics