|
2015-05-18 15:41:21, 4117 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: მოსამართლეთა რაოდენობის მხრივ, იმ ნიშნულს უნდა დავუბრუნდეთ, რაც იყო 2003-2004 წლებში იყო
მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმირებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მართლმსაჯულების სახლში ამ დრომდე განიხილავენ. მოსამრთლეთა განცხადებებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის კრიტიკულ პოზიციას, რომლებიც სასამართლოს თავმჯომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას ეწინააღმდეგებიან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და საკანონმდებლო პაკეტის არსი განმარტა: „კარგია, რომ გვენეციის კომისიის დასკვნებს მოსამართლეები უკვე იცნობენ, საკითხი დგას ასე: დღეს არსებული პრობლემების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს პროექტში შემოთავაზებულია მოქმედი სასამართლოს თავმჯდომარეების პოზიციების შეცვლა, არჩევითობის წესის შემოღების ხაზით. ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მოსამართლეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ არჩეულ იქნას სასამართლოს თავმჯდომარედ, ეს შანსი არის სწორი და მიზანშეწონილი იმიტომ, რომ ჩვენა ახალი მართლმსაჯულების პოლიტიკის გატარების ფონზე, უკვე სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული პრეტენზიები თავმჯდომარეებთან, იყოს არჩეული მათ მიერ თავმჯდომარე, რომელიც როგორც მენეჯმენტის ფუნქციები საქმეთა განაწილების, სხვა უამრავი ორგანიზაციული პრობლემის მოგვარების დროს სასამართლოში იქნება უფრო დემოკრატიული და პრინციპული, მათ მიერ დასახელებული და არჩეული. მე მესმის თავმჯდომარეების პოზიცია იმისთან დაკავშირებით, რომ მათ აღელვებთ თავიანთია ადმინისტრაციული ფუნქციები, რაიონის თავმჯდომარეებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ ემოციურად იყვნენ და ობიექტურიცაა, რომ ნამდვილად მთელი დატვირთვით მუშაობენ სასამართლოებში, ერთი საშეღავათო პირობა შემიძლია მქონდეს, რაზედაც ჩვენ ვმუშაობთ. ეს არის სწორედ იმავე თავმჯდომარეობის მონაწილეობით მათივე გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოებში 2003 წლის შემდეგ, მოსამართლეთა რიცხვის შემცირება, დაახლოებით 100-ზე მეტი მოსამართლე, რამაც შექმნა დიდი პრობლემები, და მოსამართლეებიც ჩააყენა იმ რეჟიმში, რომ ასეთივე დატვირთვით ემუშავათ.ეს ახალი წინადადება, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ უნდა იქნეს რეაგირებული, დაახლოებით მოკლე ხანში იმ ნიშნულს უნდა დავუბრუნდეთ მოსამართლეთა რაოდენობის მხრივ, რაც იყო 2003-2004 წლებში. რაც მისცემს შესაძლებლობას სასამართლოს, პრობლემები დაძლიოს. პრობლემის დაძლევის გზა მოსამართლეთა რაოდენობის ზდრა, ხელფასის ზრდაა“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ. რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტს, გვენეტაძის შეფასებით, დისციპლინური სამართლაწარმოების ინსტიტუტის გასაძლიერებლად, დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა, რეალური გარემოების შესწავლიდან გამომდინარე გახდა საჭირო. „დისციპლინური სამართლაწარმოების ინსტიტუტის გასაძლიერებლად, დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა, აბსოლუტური რეალური გარემოების შესწავლიდან გამომდინარე გახდა საჭირო.უკავშირდება საბჭოს პრაქტიკის განზოგადებას. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საბჭოს არც ერთ საქმეზე არც ერთი მოსამართლის მიმართ არ დაუწყია დისციპლინური პროცედურები. ამდენად, შემოთავაზებულია ახალი სამსახურის შექმნის ვერსია. დისციპლინური წარმოების ინსტიტუტის გასაძლიერებლად უაღლეს უმაღლეს საბჭოში იუსტიციის სამინისტროს ბაზაზევე კონკურსით ასარჩევი კანდიდატურა იქნება ინსპექტორი, რომელიც უფრო ეფექტურ მექნიზმს შექმნის დისციპლინური სამართლაწამროების მომზადებისათვის. გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, იუსტიციის უმარლეს საბჭოს ეს უფლებები რჩება. გადაწყვეტილების მიღების დროს არის ქვორუმი, ესეც მოსამართლეების გადაწყვეტილება იქნება“,-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. მართლმსაჯულების გამოწვევების თაობაზე შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახსნა. შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მოსამართლეები. შეხვედრაზე მყოფ მოსამართლეთა უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონოპროექტს ეწინააღმდეგება.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)