2018-03-09 21:17:11, 1877 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა
ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88 სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
„თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.
მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს.
არცერთ შემთხვევას მოქალაქეების დაშავება არ მოჰყოლია“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
ავტორი: ,