|
2018-03-09 15:41:56, 1504 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - თამბაქოს ინდუსტრია მთავრობასთან და პარლამენტთან გარიგებას ცდილობს
თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოს ინდუსტრია მთავრობასთან და პარლამენტთან გარიგებას ცდილობს: „თამბაქოს ინდუსტრია ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა ფორმით გადაბირებით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ბლოკირებას ცდილობს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ‘ბრიტანულ - ამერიკული თამბაქოს“ და „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტს კანონის ერთ-ერთი მუხლის შეცვლა მოსთხოვეს. ლაპარაკია მუხლზე, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე პიქტოგრამების (თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ამსახველი ფოტოების) დატანის ვალდებულებას გულისხმობს და 2018 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შევა. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრიასთან დაახლოებული პოლიტიკოსების მიერ პიქტოგრამების ვალდებულების გარკვეული პერიოდით გადავადების შესახებ ინიციატივა ერთ-ერთ საკომიტეტო განხილვაზეც გახმოვანდა. თამბაქოს ინდუსტრია მოთხოვნის მიზეზად პიქტოგრამების დასაბეჭდად არასაკმარის დროს ასახელებს. თურმე სტამბებში ძალიან დიდი რიგია(?!), არადა პიქტოგრამების საკითხის მოსაგვარებლად, ან სულ ცოტა თადარიგის დასაჭერად საკმაო დრო ჰქონდათ. ჯერ კიდევ 2017 წლის 17 მაისიდან იცოდნენ ამ ვალდებულების შესახებ, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში კი უკვე დამტკიცებული 9 პიქტოგრამის ბეჭდვის ორგანიზებაზე ზრუნვა შეეძლოთ და თუნდაც დღევანდელი დღიდან, თითქმის 6 თვე აქვთ ამ საკითხის მოსაგვარებლად. აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში პიქტოგრამების საკითხი 2 თვეში მოგვარდა, საქართველოზე მოსახლეობის რაოდენობით მრავალმხრივ აღმატებულ კანადაში კი 6 თვეში და ასეთი მაგალითები ბევრია. ამასთან, საქართველოში თამბაქოს იმპორტი ძირითადად უკრაინიდან შემოდის, საიდანაც თამბაქოს ნაწარმი სულ ცოტა 20 ქვეყანას მიეწოდება, მათ შორის პიქტოგრამებით და სტანდარტული შეფუთვითაც კი. შესაბამისად წარმოუდგენელია საქართველოს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილონ. რაც შეეხება ცალკეულად სტამბების საკითხს, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს შვიდი სტამბა, რომელიც პიქტოგრამებს ბეჭდავს, ევროპის ტერიტორიაზე კი ათეულობით ასეთი სტამბაა. სასაცილოა, როდესაც სტამბის მხრიდან პრობლემებზე ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიოს მონსტრი კომპანიები, როგორიც არის „ბრიტანული და ამერიკული თამბაქო“ და“ ფილიპ მორისი,“ რომელთა ფინანსური რესურსები უზარმაზარია და სრულად შეუძლია საქართველოს კანონით უკვე დადგენილ ვადებში მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, მათ მიერ აღნიშნული მიზეზით გადავადებაზე ლაპარაკი არის კანონის ბლოკირების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც არ დავუშვებთ!
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ყველა ის კომუნიკაცია რომელიც ამ საკითხის შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასა და ხელისუფლების წარმომადგნელებს შორის შედგა და შესაბამისი ორგანოები დაკავდნენ თამბაქოს ინუდსტრიასთან ჩინოსანთა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლით, რადგან ასეთი მცდელობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ინდუსტრიას მაღალ ეშელონებში დაინტერესებული მფარველები ჰყავს. ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტის წევრებს ეყოფათ გონიერება და არ აყვებიან თამბაქოს ინდუსტრიის ცდუნებას, მათი მხრიდან მანიპულირების მცდელობას და კანონში არ განახორციელებენ სამარცხვინო და საზოგადოების ხელის შემშლელ ცვლილებას, არ დაუშვებენ, რომ სადა შეფუთვის მსგავსად, პიქტოგრამებით შეფუთვაც გადავადდეს, თუნდაც რამდენიმე თვით”, - ნათქვამია განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)