|
2018-03-08 13:40:24, 1638 ნახვა
საზოგადოება
ქუთათელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერი კახა კალაძე ქუთათელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობამ დღეიდან დაიწყო. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „აღნიშნულ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს პრობლემა ექმნებოდათ, ტროტუარები მწყობრიდან იყო გამოსული. ამ პროექტით გავაფართოებთ საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოვაწესრიგებთ სკოლის წინ დაზიანებულ გზის საფარს. გარდა ამისა, ავტომანქანებს ტროტუარებზე აპარკინგებენ და ესეც აიკრძალება. ეს კონკრეტული ქუჩა დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდება. სპეციალურად დავამთხვიეთ სკოლებში დასვენებას და გვინდა დრო მოვიგოთ, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შევუშალოთ“, - განმარტა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 1800 კვადრატულ მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგება, გაფართოვდება საფეხმავლო ბილიკი და 182 მეტრის მანძილზე მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამასთან, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე პანდუსები მოეწყობა. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ შეასრულებს. პროექტისთვის 170 000 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პერიოდში ქუთათელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. იოსებიძის ქუჩაზე, კალანდაძე-ქუთათელის მონაკვეთზე შესვლა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ ავტოტრანსპორტისთვის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, იქ არსებულ კომპანიებსა და სტუმრებს ეკუთვნით. შესაბამისად, აღნიშნული ზონის დასაწყისში განთავსდება ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“. თბილისის მერია, ქუთათელის ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვის გამო, ავტომფლობელებს ურჩევს, რომ ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად იონა ვაკელის ქუჩით, კოსტავას ქუჩით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით ისარგებლონ. ქუთათელის ქუჩაზე ასევე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდნენ.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)