07:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 12:53:34, 1751 ნახვა

საზოგადოება
ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“  წარმომადგენლები ესტუმრნენ და ლიტერატურული საღამო გამართეს.

მსჯავრდებულებს კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული შორენა ხუხუა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი შეხვდნენ და ლიტერატურაზე ესაუბრნენ. ღონისძიებას ასევე  ესწრებოდა ბიბლუსის წარმომადგენელი თინათინ ფეიქრიშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, წიგნი ააჩქარებს იმ დროს, რაც მსჯავრდებულებს ციხეში აქვთ გასატარებელი.

„მსჯავრდებულებთან სტუმრად მწერლები მოვიყვანეთ და მათ საჩუქრად წიგნები გადავეცით. პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანს  წიგნის კითხვისა და ფიქრის მეტი დრო აქვს. იმედია, საჩუქრად მოტანილი ლიტერატურა მათ  ციხეში ყოფნის პერიოდს შეუმსუბუქებს“,  -  განაცხადა „ბიბლუსის“ წარმომადგენელმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს, რაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics