07:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 10:27:58, 1712 ნახვა

საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერია დედაქალაქის გზებზე არსებული ჭების მოწესრიგებას შეუდგა. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე დღეს ღამით დაიწყო და მთელი თბილისის მასშტაბით გაგრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარება მერიამ საკუთარ თავზე აიღო, თუმცა სამუშაო პროცესში სხვადასხვა კომპანია, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება.

“დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერისგან მივიღე დავალება ავარიული ჭების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როცა გზის საფარი გაკეთებულია, მაგრამ ჭის თავებია დაზიანებული და ქმნის ორმოებს. ეს დიდ დისკომფორტს უქმნის მძღოლებს გადაადგილებისას. დავალების მიღებისთანავე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილის გამზირზე. დავიწყეთ ცენტრალური ქუჩებით, სადაც მთელი დატვირთვით და ინტენსივობით მოძრაობენ ავტომანქანები,”-განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics