|
2018-03-07 19:43:57, 1654 ნახვა
სამხედრო
პარლამენტმა „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები III მოსმენით დაამტკიცა. საკითხი პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გამოიტანა. წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა 2 ძირითად სახედ: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება: შეიარაღებული ძალების რეზერვში - 50 წლამდე; ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე; სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე; სამობილიზაციო რეზერვში - 60 წლამდე. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კანონპროექტის რეგულაცია, რომლის თანახმადაც - 60 წელს გადაცილებული პირი, მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში. (მოქმედი კანონით, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი 27-დან 40 წლის ჩათვლით განისაზღვრება). აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობებია: აქტიური სარეზერვო სამსახური არის ნებაყოფლობითია; აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიური რეზერვისტი) ფორმდება კონტრაქტი; აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიური რეზერვისტი; აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5 წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურის პერიოდი -კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში; გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით განსაზღვრავს მთავრობა. რეზერვისტი, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. მას სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი) ჩაეთვლება. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. კანონის პროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილში 2020 წლის 1 ივნისიდან. კანონპროექტის სრული ვარიანტი იხილეთ ბმულზე.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)