05:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 20:15:34, 1783 ნახვა

საზოგადოება
მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ 100 წლის მხატვარს იუბილე მიულოცა

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მხატვარ ეთერ ყიფიანს 100 წლის იუბილე მიულოცეს.

იუბილარი ქალბატონს თბილისის მერიის ხანდაზმულთა პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.

„როგორც იცით, თბილისის მერია ყველა ასი წლის და ას წელზე ზევით ასაკის მოქალაქეს ყოველწლიურად ურიცხავს 1000 ლარს. ვცდილობთ, რომ ჩვენს უხუცეს და ძვირფას ადამიანებს პირადად შევხვდეთ და მივულოცოთ”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ეთერ ყიფიანს 2 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. მას შექმნილი აქვს მრავალი ფერწერული ტილო და დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics