|
2018-03-05 20:01:10, 1630 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა „ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა
სასტუმრო „მერკურში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა. ლევან იზორიამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების მონაწილეებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, ორგანიზატორს - ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯს მადლობა გადაუხადა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა აღნიშნა. მისასალმებელს სიტყვაში ლევან იზორია გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტებსა და როლს შეეხო. მან საერთაშორისო უსაფრთხოების დამყარებისა და განმტკიცების საქმეში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია აღნიშნა. მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თავდაცვის სფეროში საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და სამხედრო განათლების, სტრატეგიული კომუნიკაციების, გენდერული თანასწორობის, კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ამ მხრივ, ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. სემინარის მონაწილეებს საქართველოში ავსტრიის ელჩი, არად ბენკო მიესალმა. ავსტრიელმა დიპლომატმა მსოფლიოსა და ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს სამოქალაქო და უსაფრთხოების სექტორთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. სემინარის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ავსტრიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ერიხ ზიმბურგერი დაესწრნენ. შეხვედრა ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯის (ESDC) ორგანიზებით, ასევე ავსტრიისა და ლიტვის რესპუბლიკების თანაორგანიზებით ტარდება. სპეციალურად ღონისძიებისთვის ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროზე სასაუბროდ საქართველოში ევროკავშირის წამყვანი მკვლევარები ჩამოვიდნენ. სემინარში მონაწილეობენ ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთის და უკრაინის 40-მდე საჯარო მოხელე. ფორმატი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ თანამშრომლობა აღნიშნულ ქვეყნებთან.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)