04:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 16:21:55, 1993 ნახვა

საზოგადოება
ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს

„პიუს კვლევითი ცენტრის“ მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა, - შესაბამისი ინფორმაცია კვლევითი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი - 450 ათასი ადამიანი, რუსეთში ცხოვრობს. მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს, სადაც 80 000 ქართველია, ხოლო მესამეზე უკრაინაა - აქ 70 000 ქართველი ცხოვრობს. დანარჩენ ქვეყნებში ვითარება კი ასე გამოიყურება: აზერბაიჯანში -  50 000 ქართველი მიგრანტი, სომხეთში - 40 000 ადამიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 30 000 ემიგრანტი, გერმანიაში - 20 000 ქართველი, კვიპროსზე - 20 000 ადამიანი, იტალიაში კი დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უმეტესობა რუსეთის ფედერაციაში დაბადებული ადამიანია. 2017 წელს საქართველოში 40 ათასამდე რუსი მიგრანტი ცხოვრობდა. შემდეგ ლიდერობენ სომხეთსა (10 000) და უკრაინაში (10 000) დაბადებული მოქალაქეები.

„პიუს კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, 1000-დან 10 000-მდე იმიგრანტი საქართველოში აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდანაა.

ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics