01:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 16:25:07, 2890 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა

"მაუწყებლობის შესახებ" კანონს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი არ აპირებს ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწეროს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და "შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში. როგორც კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პარლმენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე, მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კანონი შესაძლოა ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშეც შევიდეს. პროცედურულად, პრეზიდენტის უარის შემდეგ, კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს. ირაკლი კობახიძეს კანონზე ხელის მოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics