22:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 14:47:13, 1613 ნახვა

საზოგადოება
აგროსაწარმოებზე გადაღებული ფილმების კონკურსი „ჩემი ამბავი“ დასრულდა

აგროსაწარმოებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „ჩემი ამბავი“ ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გადაღებულმა ფილმებმა გაიმარჯვა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილმი პლასტმასის ყუთების საწარმოზე „აგროექსპორტი“, ხოლო თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ინდმეწარმე მარინა აკოლაშვილის  სამაცივრე მეურნეობაზე გადაიღეს.

რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის კონკურსი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) სტაჟირების პროგრამის ეგიდით, ერთი წელია მიმდინარეობდა. კონკურსის პირობა USAID/REAP-ის ფარგლებში დაფინანსებულ აგროსაწარმოებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება იყო.

კონკურსში სულ ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა - ბათუმის, ქუთაისის, გორის, სამცხე-ჯავახეთისა და თელავის.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მისიის დირექტორი დაგლას ბოლი, ტელეკომპანიის „იმედი“ წამყვანი ნანიკო ხაზარაძე და სააქციო საზოგადოების  „ტრაქტორი“ დირექტორი მარკ ვან ემბდენ ანდრესი.

გამარჯვებულმა სტუდენტებმა რეგიონულ ტელევიზიებში 3 თვიანი სტაჟირების გავლის დაფინანსება მოიპოვეს.

კონკურსი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის თემით დაინტერესებული ახალგაზრდა ჟურნალისტების წახალისებას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics