16:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 11:16:36, 1818 ნახვა

საზოგადოება
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“: გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა. 

„როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.

პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად. ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics