2018-02-10 10:31:15, 1723 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილეები ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, ახალი სამარშუტო სქემის შემუშავებისა და ტრანსპორტის ნაკადების დათვლის საკითხებზე იმსჯელეს.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხილვა საწყის ეტაპზევე საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს.
აღნიშნული ინიაციატივა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
(NS)
ავტორი: ,