13:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 14:53:30, 1887 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების  ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს. 

დავით სერგეენკომ ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი,  მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამეტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი, ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირების დამატებას გულისხმობს.   

მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა, სახელმწიფო და კერძოს სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. შეხვედრის მიზანსაც,  კომპანიების წარმომადგენლებისათვის  სტრატეგიულ მიმართულებაზე სამინისტროს ხედვის გაცნობა და ფარმ-ინდუსტრიისაგან  მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა. სერგეენკოს თქმით, პროექტმა, რომელიც გასულ წელს მაისში ამოქმედდა, ერთმნიშვნელოვნად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. 

"პროგრამის წარმატებისთვის  აუცილებელია სახელმწიფოს, ადგილობრივი  მწარმოებლებისა და ფარმაცევტული იმპორტიორების კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. პროექტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს", - აღნიშნა მინისტრმა.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით პირველ სამუშაო შეხვედრას, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კერძო სექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს 2 კვირის ვადაში წარმოადგენს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics