|
2014-12-31 13:56:08, 13685 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო ტრადიციები საქართველოში
დროის ახალი მონაკვეთის დასაბამი... ქართლ-კახეთი იმერეთი გურია-სამეგრელო ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი,ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით უმასპინძლდება. ახალ წელს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. ლეჩხუმი სვანეთი სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა. ხევი და მთიულეთი ახალი წელი ხევისბერების სარიტუალო მსვლელობით იწყებოდა - ისინი დროშას ააბრძანებდნენ წმინდა გიორგის ხატში. როგორც კი ზარები ახალი წლის დადგომას აუწყებდნენ, ტაძრიდან გამოსული ხევისბერები ჯერ ერთმანეთს, მერე კი თემს მიულოცავდნენ ახალ წელს, მშვიდობასა და ბარაქას უსურვებდნენ. ამის შემდეგ წმინდა გიორგისა და მთავარდიდმოწამის სახელის სადიდებლად იკვლებოდა საკლავი და იწყებოდა ზეიმი და განთქმული შაირობა. თუშეთი ფშავი და ხევსურეთი აქ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ერთი საინტერესო ტრადიცია: ახალი წლის ღამეს ხევისბერები და დასტურები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს, თან წაიყვანდნენ სოფლის ყმაწვილებს და წინ წაიმძღვარებდნენ საკლავს. ქვით გადახურულ ხატში ისინი ლოცვაში ათენებდნენ. ახალი წლის დამდეგს ხევისბერი დალოცავდა მლოცველთ, კუთხეს, გვარსა და ოჯახებს, გარიჟრაჟზე კი გამოვიდოდა ჯვარიდან და იკვლებოდა ცხვარი, რომლის სისხლში ამოვლებული თოვლის გუნდებსაც ეშმაკისა და ბოროტის განსადევნად ხატიონის კედელს ესროდნენ. შემდგომ ყმაწვილები ქუდებს იხდიდნენ და ერთად აწყობდნენ ნაბდის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი ბრმად იღებდა ქუდს და სწორედ მის პატრონს ერგებოდა წილად მთელი სოფლის მეკვლეობის პატივი. დალოცვის შემდეგ სოფელში იწყებოდა დღესასწაული, იხარშებოდა ლუდი, იხარშებოდა ხინკალი და ისმებოდა ჟიპიტაური. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტები იყო პური, ერბო, ხორცი, დამწნილებული სატაცური და ტკბილი ქადები. აფხაზეთი
აჭარა P.S. „ექსპრესნიუსი“ პროგრესს, ბევრ პოზიტივს, იღბალს და წარმატებულ 2015 წელს გისურვებთ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)