12:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 13:06:15, 2022 ნახვა

საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი

მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ის ღიდუშაურის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics