12:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 10:21:59, 1386 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან ჩატარებული სამუშაოები განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფლებში - ჯიმითსა და მზისგულში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში სამუშაოები 15 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნულ სოფლებში აზომილია 3874 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა 2500 საკუთრების უფლება, სარეგისტრაციო პროცედურები დასრულდება თებერვლის თვეში.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ასევე, კიდევ ერთხელ განმარტეს პროექტით გათვალისწინებული პროცედურები. მათ შეხვედრის მონაწილეების - ჯიმითისა და მზისგულის მცხოვრებთა კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

საპილოტო პროექტის ფარგლებში ამჟამად სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში - არხილოსკალოსა და არბოშიკში მიმდინარეობს. არხილოსკალოში უკვე დასრულდა საველე ტექნიკური სამუშაოები, სულ აზომილია 1915 მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზი. არბოშიკში კი საველე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს  და მარტის ბოლოს დასრულდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics