11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 13:58:48, 2080 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხშირად მწუხარება თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს მიმართა და მათ ღვთისკენ მიმავალ გზაზე სიარულისკენ მოუწოდა. უწმინდესმა ხალხს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა:

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხშირად მწუხარება თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი, ადამიანმა  მუდამ უნდა იქონიოს იმედი ღვთისა. მაცხოვარი ამბობს, მე გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ და ეკლესია არის კარიბჭე სასუფეველისა, ღმერთმა ძალა მოგვცეს და მადლი მოგვცეს, რომ ვიპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. დალოცვილი იყავით. მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი", - ბრძანა ილია მეორემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics