23:22 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 10:47:38, 377 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: შენობების უსაფრთხოების რეგულაციები გამკაცრდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შენობების უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა ორ ვარიანტზე მიმდინარეობს – გაფართოვდეს ეკონომიკის სამინისტროს კონტროლის ზონა ან გამკაცრდეს იმ ექსპერტების სერტიფიცირება, რომლებიც მშენებლობის მდგრადობასა და ხანძარმედეგობაზე პასუხს აგებენ.
მისივე თქმით, 2009 წლის ე.წ. 57 დადგენილება არსებობს, რომლის შედეგადაც რეგულაციები ამ სფეროში ფაქტობრივად გაუქმებულია და ეს პროცესი გამარტივებულია.
"ჩვენი სამინისტრო მხოლოდ და მხოლოდ არის პასუხისმგებელი მომეტებული რისკის ობიექტებზე, ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კაშხლები, ენერგოობიექტები, საბაგიროები და ა.შ. ჩვეულებრივ ობიექტებს, როგორიც არის მაგალითად სკოლა, სასტუმრო და ა.შ. ეს არის ე.წ. მეოთხე კლასის ობიექტები, რომლებზეც ჩვენი სამინისტროს ზედამხედველობა არ ვრცელდება. ზედამხედველობა, პროექტების დამტკიცება, შეთანხმება არის გადაცემული ადგილობრივი თვითმმართველობების ქვეშ. არის ორი ვარიანტი, ჩვენ გავაფართოვოთ ჩვენი სამინისტროს კონტროლის ზონა და არსებობს მეორე ვარიანტი, რომ ჩვენ გაცილებით უფრო გავამკაცროთ იმ ექსპერტების სერტიფიცირება, რომლებიც ახდენენ მშენებლობის მდგრადობასა და ხანძარმედეგობაზე პასუხს. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში განხილული იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მწუხარება გამოთქვა ქობულეთში ბავშვების გარდაცვალების გამო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics