|
2015-05-11 11:15:36, 391 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნაკრაში ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ
მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში ადგილობრივი მოსახლეობა ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერიტორია მეწყერსაშიშია, რის გამოც სოფელში ჰესის მშენებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგები მოიტანოს და სამი დასახლება დატბოროს. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ნაკრა მჟავე წყლებით მდიდარია, მდინარის კალაპოტის შეცვლის შემთხვევაში კი ეს რესურსი დაიკარგება. „იმის მაგივრად, რომ მთავრობამ სოფლის მოსახლეობაზე, ჩვენი ინტერესების დაცვაზე იზრუნოს და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს, მეორე საფრთხის წინაშე აყენებენ სოფელს. ჩვენი ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში და ასეთი დიდი ზარალის საფრთხის გამო ამ ჰესის აშენების წინააღმდეგია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი“, - აცხადებენ სოფელ ნაკრას მცხოვრებლები. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი განმარტავს, რომ ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემებს არ შეუქმნის. მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი დასკვნები და ნენსკრაჰესი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)