|
2015-05-08 21:08:53, 4028 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი საზოგადოებას ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესისა და რეფორმების აღიარებას ულოცავს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, ევროკომისიის მესამე პროგრესულ ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მასშტაბური მუშაობის შედეგია. თეა წულუკიანი საზოგადოებას ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესის აღიარებას ულოცავს. "ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეს უაღრესად დადებითი ტექნიკური ანგარიში არის ბოლო ექვსი თვის მანძილზე მასშტაბური მუშაობის შედეგი. იმიტომ, რომ დადებითია, დღეს პარლამენტში ამაზე ოპონენტები არ ისაუბრებენ! არადა მისალოცია ქვეყნისთვის! ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს, ვინც ამ შედეგის მიღებაში მიიღო მონაწილეობა. დიახ, ჩვენ ეს შევძელით ყველამ ერთად! და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ინსტიტუციური დემოკრატია - აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად",-განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. "ეს წარმოაჩენს ქვეყნის სრულ მზადყოფნას და იმ ძალისხმევის ხარისხს, რაც მან განახორციელა. საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების იმპლემენტაცია და შედეგები სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული. ეს ადასტურებს, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპების და პროცედურების ერთიანობა ოთხივე ბლოკის შემთხვევაში საერთო ჯამში შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოცანებს",-ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)