14:19 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:13:18, 1821 ნახვა

საზოგადოება
დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა დაევალება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, ახალი მშენებლობის ყველა პროექტში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ ჩაერთოს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მშენებლობის ნებართვების გაცემა მწვანე სივრცეების, პარკებისა და სკვერების განადგურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომელზეც შესაბამისი პროცედურები დასრულებულია, მაგრამ მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა არ არის გადახდილი, თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი საკითხების შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

„გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ.   ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ კონკრეტული საქმეების შესწავლა, რაც საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. ამასთან გთხოვთ, უმოკლეს ვადებში მოამზადოთ სამართლებრივი ცვლილებები მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენჯერმე გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არსებული პრაქტიკით, საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე დაახლოებით, 700 ლარს შეადგენს, რაც არაადეკვატური და არასერიოზულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

„დაიხმარეთ პარლამენტი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა- პატრონობაზე და ა.შ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics