13:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 09:41:16, 1682 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძემ  ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რის შედეგადაც  9 ოჯახი დაზარალდა. მერიამ მათ დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე შესთავაზა.

„ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე" იმყოფებოდა, სადაც დღეს ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ აფეთქების ფაქტის შეტყობისთანავე დატოვა კურორტი „გოდერძი" და მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაბრუნდა. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე შემთხვევის ადგილზე მივიდა და აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივმა აირმა გამოიწვია და 9 ოჯახი დააზარალა, რომელთაც მერიამ უკვე შესთავაზა დროებითი საცხოვრებელი ფართები. ამ დროისათვის შპს ,,სანდასუფთავების" თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავება დაასრულეს, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების შეკეთებისა და დროებითი გადახურვის ღონისძიებები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე“,-ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics